ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

ოსტეოპათიური პროცედურა ძვალსახსროვანი სისტემის დაჭიმვით

ხერხემლის პრობლემების, მენჯ-ბარძაყის და სხვა სახსრების პრობლემების დროს ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო და ეფექტურია ძვალსახსროვანი სისტემის დაჭიმვა. 

ასეთის საჭიროების  შემთხვევაში ვატარებთ ოსტეოპათიურ პროცედურას - ხერხემლის დაჭიმვას განსაკუთრებული, დამზოგავი, მაგრამ ეფექტური მეთოდით ოსტეოპათიური ანუ ზოგადად ანტისპაზმური და ანტისტრესული ოსტეოპათიური პროცედურის თანხლებით.

ჩვეულებრივი ელექტრო დაჭიმვები ხორციელდება სპონტანურად და შემდეგ ტოვებს ორგანიზმში დისკომფორტის შეგრძნებებს. ჩვენ ვახორციელებთ მექანიკურ დაჭიმვებს ოსტეოპათიურ პროცედურასთან ერთად, რომლის დროსაც ხელით კარგად იგრძნობა სად რა დაჭიმვაა და ასეთი კომბინირებული პროცედურა არის საკმაოდ ეფექტური და უსაფრთხო.   











0 коммент.:

Post a Comment