ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

სამკურნალო მასაჟი

სამკურნალო მასაჟი ეს არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი.

ექიმი - ოსტეოპათი გულისხმობს რა, რომ ადამიანის სხეული არის ერთი მთლიანი ორგანიზმი, იდეალურად დაბალანსირებული სისტემით  და საყრდენი-მამოძრავებელი აპარატის სიმეტრიით, და ასევე იცის რა როგორ უნდა მუშაობდეს და მოძრაობდეს ეს სისტემა, პოულობს ნორმიდან გადახრას და მიმართავს მათ საჭირო მიმართულებით.

ამიტომ ჩვენთან არ არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, კლასიკური მასაჟი. მასაჟი კეთდება ოსტეოპათიასთან ერთად. ეს ბევრად უფრო ეფექტური და სწორია. 

ოსტეოპათია თვლის, რომ კონკრეტული ორგანო უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ბოლო წერტილს მთლიანი დარღვევის ჯაჭვში და მხოლოდ ამ ბოლო წერტილზე ზემოქმედებით მიიღწევა მხოლოდ  დროებითი გაუმჯობესება. მაგრამ ადამიანის ორგანიზმს რომ დაეხმარო ხანგრძლივი დროით, უნდა უმკურნალო მთლიანი დარღვევის ჯაჭვის დასაწყისში. ამის მისაღწევად ექიმ - ოსტეოპათს ეხმარება ორგანიზმის და ორგანოების მექანიკური კავშირების სიღრმისეული ცოდნა და მუდმივი პრაქტიკა.    

შესაბამისად სამკურნალო მასაჟების რაოდენობა არაა ბევრი და კურსობრივი. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრობლემის მიზეზიდან.

ჩვენთან სამკურნალო მასაჟში შედის ყველანაირი მასაჟი და საჭიროების შემთხვევაში მანუალური მასაჟიც. ზოგადად, ყველაფერი კომპლექსშია: კლასიკური მასაჟიც, წერილოვანი მასაჟიც, მანუალური მასაჟიც, ვისცერიც და ა.შ.

შედეგად აქტივირდება ორგანიზმის შინაგანი ძალები, რაც იწვევს პროცესების ნორმალიზაციას და ორგანიზმის შინაგანი თვითგანკურნების შესაძლებლობების მობილიზაციას, იმატებს სასიცოცხლო ტონუსი და ენერგია, ნორმალიზდება ძილი, იზრდება ორგანიზმის გამძლეობა.

ინდივიდუალურად, ორგანიზმის დარეგულირებასთან პარალელურად პაციენტს შეიძლება დაენიშნოს სამკურნალო ვარჯიშებიც.

სამკურნალო მასაჟების საბოლოო მიზანი არის მთლიანი ორგანისმის შეძლებისდაგვარად დაბალანსირება.





0 коммент.:

Post a Comment