ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

სტრუქტურალური ოსტეოპათია

სტრუქტურალური ოსტეოპათია წარმოადგენს ოსტეოპათიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. იგი ძირითადად მუშაობს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის საყრდენ - მამოძრავებელ სისტემასთან (ძვლები, მათი გადაბმის ადგილები, კუნთები და ა.შ. და მათში გამავალი სტრუქტურები). 

ექიმმა - ოსტეოპათმა იცის ორგანიზმის აღნაგობა და ორგანოების ნორმალური ფუნქციები და პათოლოგიები, რაც აძლევს მას საშუალებას ზუსტად და დროულად დაადგინოს გარე თვალით დაუნახავი და ზოგჯერ პაციენტის მიერაც შეუმჩნეველი მათი დარღვევა და აღმოფხვრას პრობლემა გამოვლენემდეც.

სტრუქტურალური ოსტეოპათიის მეთოდის საშუალებით იხსნება ან მცირდება ორგანიზმში დარღვევები და დისფუნქციები, რომელსაც მივყავართ ზურგის ტვინთან. ოსტეოპათი არა მარტო კორექტირებას უკეთებს უკვე წარმოქმნილ ცვლილებებს, არამედ არკვევს დარღვევის გამომწვევ მიზეზს და მკურნალობს მას. იგი მკურნალობს არა სიმპტომატიკური თერაპიით (რაც იწვევს ქრონიკული დაავადებების  თანდათანობით პროგრესირებას და პერიოდულ გამწვავებას), არამედ მკურნალობს დაავადებას მთლიანად კომპლექსში. 

მკურნალობის ამ მეთოდის საშუალებით ხდება გონებრივი და ფიზიკური აქტივობის სტიმულაცია, იზრდება სტრესებისადმი მდგრადობა, მაღლდება ორგანიზმის იმუნიტეტი, ადამიანი თავისუფლდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომისგან.

სტრუქტურალური ოსტეოპათია ძალიან ეფექტურია ადამიანის საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის ტრამვების დროს, სპორტული ვარჯიშების შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად, მძიმე ფიზიკური დატვირთვების დროს, დაძაბულობის დროს და სხვა შემთხვევებში. ხელს უწყობს შესაბამის ტკივილების მოხსნას და ააქტიურებს  ორგანიზმის თვითრეგულაციის პროცესს.

ეს მეთოდი ასევე მოიცავს რბილ, მანუალურ ტექნიკებსაც. იგი მანუალური მასაჟებისგან განსხვავებით უფრო უმტკივნეულო და  პრობლემისკენ დამიზნებული მეთოდია. მანუალურის მანიპულაციის დროს იგი ხშირად მოიცავს პრობლემურის მეზობლად მდებარე სახსრებს, რაც მეტად ჰიპერმობილურს ხდის მათ. სტრუქტურული ოსტეოპათიით მკურნალობის დროს კი ექიმი - ოსტეოპათის მიერ პრობლემის გამომწვევი მიზეზის მოხსნის პარალელურად ზემოქმედება ხდება უშუალოდ  პრობლემურ სახსარზე ან ტრამვულ უბანზე .
ოსტეოპათია არის წამლების გარეშე მკურნალობის მეთოდი, ამიტომ იგი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში და ასევე პაციენტებისთვის, რომელთაც წამლების მიმართ აქვთ ალერგიული გამოვლინებები. 


სტრუქტურალური მეთოდის გამოყენება კარგია თუ გაწუხებთ:


  • ოსტეოხონდროზი ნებისმიერი სახის და მისი გართულების დროს;
  • ასტრიტიტი და არტროზი და ა.შ;
  • სისტემური დაავადებები (რევმატიული პოლიარტრიტი და ა.შ);
  • სკოლიოზი და "ასანკის" დარღვევა;
  • ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი, ნერვიული დაძაბულობა;
  • ძილის დარღვევა;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
  • ტრამვის და ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
  • და სხვა.




0 коммент.:

Post a Comment