ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

ექიმი - ოსტეოპათი, სამკურნალო მასაჟის სპეციალისტი ირმა გოქაძე

osteopathy in georgia - ეს ჩემი პერსონალური საიტია.

ცოტა რამ ჩემს შესახებ:

ამჟამად ვარ ექიმი - ოსტეოპათი, სამკურნალო მასაჟის სპეციალისტი.

ვარ პრევენციული მედიცინის ექიმი ანუ სანიტარული ექიმი, ექიმი - ეპოდემიოლოგი, ინფექციონისტი, ფიტოთერაპევტი. სამკურნალო, ბავშვთა, წერტილოვანი მასაჟის სპეციალისტი, მანუალური თერაპევტი.

იური ჩიკუროვთან გავლილი მაქვს ბიოლოგიური ცენტრირების სემინარი კიევში. ასევე  "школа реабилитологи - ის ბაზაზე არსებული აფლეჯერის უმაღლესი ევროპული სკოლის კრანიოსაკრალური თერაპიის კურსი. 

წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში და ამბულატორიებში ინფექციონისტად, სან.ეპიდ სადგურში ეპიდემიოლოგად და სანიტარულ ექიმად;

სპორტულ ექიმად ჩოგბურთის ოლიმპიურ რეზერვებში;

ინფექციური დაავადებების ლექტორად სამედიცინო კოლეჯში;

თბილისის ერთ-ერთი სპორტული ბაგა ბაღის ექიმ - მასაჟისტად;

მე-5 კლინიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის განყოფილებაში მანუალურ თერაპევტად და სამკურნალო მასაჟის სპეციალისტად;

რეაბილიტაციის და ესთეტიკის ცენტრ ”აურა პლუს” - ში ექიმ-მასაჟისტად. 

”მედლაინში” მასაჟისტად. 

დღეს ვმუშაობ ქალთა ესთეტიკის ცენტრ ”ტოსაში”  ექიმ-მასაჟისტად და ოსტეოპათად. 

მაქვს უზარმაზარი გამოცდილება და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა.











1 коммент.:

საკონტაქტო ტელეფონი მომწერეთ

Post a Comment