ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

ოსტეოპათია - რა არის ეს?

ოსტეოპათია - რა არის ეს?

ხშირად გვსმენია ოსტეოპათიის, როგორც მკურნალობის მეთოდის შესახებ, მაგრამ ყოველთვის ვაერთიანებთ სამკურნალო მასაჟთან. იგი მასაჟი არაა, მაგრამ მასაჟთან ერთად მისი გამოყენება მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურს და სრულფასოვანს ხდის ყველანაირი გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებით.

ოსტეოპათიის ამოსავალი პრინციპებია :

- ორგანიზმის ერთიანობა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და გარემოსთან მიმართებაში.

- მოძრაობის, როვორც სიცოცხლის საწყისის აღდგენა და ნორმალიზაცია.-

ეს ყველაფერი ხდება ხელის უნაზესი მოძრაობით და მისი ღრმა მგრძნობელობის წყალობით.

ოსტეოპათიური ტექნიკები იმდენად რბილი და არატრამვულია, რომ საშუალებას იძლევა ყველა ასაკის პაციენტთან გართულების გარეშე მუშაობისა. ოსტეოპატთან ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობისას, რადგან ის არის ბევრი პრობლემის პროფილაქრტიკა და მკურნალობის ეფექტური დამხმარე. ამცირებს მოშლის რისკს და ჩანასახს აძლევს სრულფასოვნად ჩამოყალიბების საშუალებას.

როგორც აღვნიშნეთ ოსტეოპათია ხსნის ან ამცირებს პრობლემის მიზეზს, რაც მისი შემდგომი მკურნალობის შედეგის სიმყარის გარანტია.

მეთოდი აქტიურად გამოიყენება :


  • ორთოპედიაში (როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა);
  • ტრავმატოლოგიაში ( სწრაფი შეხორცებისა და რეაბილიტაციის მიზნით);
  • ნევროლოგიაში, გაურკვეველი გენეზის დაავადებებში;
  • მცირე მენჯის პრობლემების და სხვადასხვა დისფუნქფიების დროს.

იგი მოიცავს ფართო სპექტრს პათოლოგიებისა და აძლიერებს მკურნალობის შედეგს.

ოსტეოპათიური მკურნალობა ეფექტურია სხვადასხვა პათოლოგიების დროს:


  • ტრავმები, ოპერაციის და სტომატოლოგიური მკურნალობის შემდგომ,
  • ტკივილის დროს : გულმეკრდის, წელის, კისრის, თავის, კიდურების, მენჯის არეში; კუჭნაწლავის, ბრონქების, ფილტვების, თირკმელების, მცირე მენჯის ღრუს და სხვა ორგანოების სისტემების პრობლემების დროს მკურნალობის პარლელურად გაძლიერებულ ეფექტს იძლევა.

  • მაქსიმალურ დახმარებას უწევს ქალბატონებს როგორც ფეხმძიმობისას ასევე მშობიარობის შემდგომ ქალბატონებს და ბავშვებსაც;
  • ბავშვთა პრობლემების, აღნაგობის დარღვევების, ზრდის შეფერხების შემთხვევაში საჭიროა ოსტეოპათის მეთვალყურეობა და ჩარევა ზრდის პარალელურად;

- რბილი მეთოდები საშუალებას აძლევს ოსტეოპათს იმუშაოს ნებისმიერი ასაკის პაციენტთან (გერონტოლოგიაში);


  • ხანგრძლივი მდიკამენტოზური მკურნალობის შემდომი და სტრესის შედეგების მოსახსნელად.

- მცირე მენჯში არსებული დისფუნქციები, სპაზმები, მცირე მენჯის დიაფრაგმის არასწორი დგომა, დაჭიმულობა, მენჯბარძაყის პრობლემები და სხვა მრავალი შეიძლება უშვილობის მიზეზებიც იყოს, რასაც ოსტეოპათის ჩარევა ესაჭიროება ორსულობის ბოლომდე მიყვანით.


კატეგორია:

0 коммент.:

Post a Comment