ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

ოსტეოპათიის მოკლე ისტორია

ოსტეოპათია როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა დაახლოებით 130 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მის ფუძემდებლად ითვლება ენდრიუ ტეილორ სტილლი (Andrew Taylor Still). ეს იყო ექიმი - მეცნიერი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მკურნალობის მეთოდების დახვეწას.

დოქტორ სტილლს ჰქონდა კლასიკური სამედიცინო განათლება. მან ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის სამოქალაქო ომში მანაწილეობა მიიღო როგორც სამხედრო - საველე ქირურგმა, ჰქონდა წარმატებული სამედიცინო პრაქტიკა ომის შემდგომ. მიუხედავად ამისა მას არ აკმაყოფილებდა იმ დროის მედიცინის შესაძლებლობები და მუდმივად ეძებდა პაციენტების მკურნალობისთვის ახალ, ეფექტურ მეთოდებს. მინინგიტის ეპიდემიის შედეგად ოჯახის წევრების დაღუპულვამ ძალიან დიდი გავლენა იქონია მის სამედიცინო კარიერაში და ცხოვრებაში ზოგადად. სამედიცინო გამოცდილების, ასევე ანატომიის და ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიის საუკეთესო ცოდნის ანალიზის შედეგად სტილლმა მე - 19 საუკუნის 70 - იან წლებში ჩამოაყალიბა ოსტეოპათიის მთელი სისტემა. 

ცოტა ხანში ენდრიუ სტილლი საცხოვრებლად გადვიდა ქალაქ კირკსვილში, სადაც 1885 წელს ოსტეოპათიამ მიიღო ოფიციალური აღიარება. გამომდინარე იქიდან, რომ სტივს ჰყავდა უამრავი პაციენტი, იგი იძულებული გახდა 1992 წელს გაეხსნა ოსტეოპათიის პირველი სკოლა. სკოლის გახსნას მოჰყვა დიდი წარმატება. მალევე გაიხსნა ოსტეოპათიის საავადმყოფო კირკსვილში. სტილლის მიერ შექმნილ მიდინარეობას შეეძლო ბევრი პაციენტის შველა. ამიტომ ყოველ დღე კირკსვილში სამკურნალოდ ჩადიოდა 400 - მდე ადამიანი.   

1917 წელს სტივვის გარდაცვალების შემდეგ ოსტეოპათია აგრძელებს განვითარებას სტივის მოსწავლის ლიტლ ჯონის ძალისხმევით და 1927 წელს გაიხსნა ოსტეოპათიური სკოლა ბრიტანეთში. მოხდა კიდურების ბიომექანიკის და ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაძაბულობის მოხსნის კონცეფციის შემუშავება.

1937 წლისთვის უკვე 26 შტატს ჰქონდა დიპლომირებული ოსტეოპატებისთვის ლიცენზიის გაცემის საშუალება.

1939 წელს დოქტორ სტილლის მოსწავლემ უილიამ სატერლენდმა ნეიროქირურგების საზოგადოებას გააცნო კრანიალური ოსტეოპათიის კონცეპცია და პირველადი სუნთქვის მექანიზმი, რომელმაც დროთა განმავლობაში მოიპოვა აღიარება და დღევანდელ დღეს შედის ყველა ოსტეოპათიური სკოლის პროგრამაში.

1951 წელს ამერიკის ჯანმრთელობის სამსახურმა გამოყო სასწავლო გრანტი ოსტეოპათიური კოლეჯებისთვის.

1957 წელს ამერიკის ოსტეოპათიის ასოციაცია აღიარებული იქნა ამერიკის განათლების სამინისტროს მიერ. 

60 - იან წლებში გაიხსნა ოსტეოპათიური სკოლები საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში და სხვა ქვეყნებში. ოსტეოპათია გახდა დამოუკიდებელი პროფესია.

ამერიკაში ოსტეოპათიური საბჭოს მიერ შეიქმნა სერტიფიცირების მექანიზმი. ამავე დროს გრძელდება ტექნიკების განვითარება. შეიქმნა ვისცერალური და ბიოდინამიური მიდგომები. განვითარდა სტრუქტურალური ტექნიკები და შეიქმნა ოსტეოპათიური მეთოდების სამეცნიერო ბაზა.

1994 წელს სანკტ-პეტერბურგში გაიხსნა პირველი რუსული ოსტეოპათიური სკილა (Русская высшая школа остеопатической медицины). მცირე დროში რუსეთში გაიხსნა კიდევ ორი ოსტეოპათიური სკოლა ფრანგული და ინგლისური სკოლების მხარდაჭერით. პირველ ეტაპზე მოხდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია (2002 წ.), ხოლო მეორე ეტაპზე ოსტეოპათიური მკურნალობის მეთოდის აღიარება ოფიციალურად მოხდა რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ. 

ოსტეოპათია საქართველოში შემოვიდა რამდენიმე წლის წინ და ვითარდება წარმატებით.  



კატეგორია:

0 коммент.:

Post a Comment