ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

კრანიოსაკრალური თერაპია

კრანიოსაკრალური თერაპია ეს არის ოსტეოპათიის ერთ - ერთი მიმართულება, რომელიც ამ დარგის ფუძემდებლის ე. სტილის მოსწავლეს, ამერიკელ ექიმს უილიამ საზერლენდს (1873 – 1954) ეკუთვნის.

Cranium - თავი ( თავის ქალა )
Sacrum - გავა

საზერლენდი ეფუძნებოდა რა იმ აზრს, რომ ადამიანის ორგანიზმის თვითოეული უჯრედი და ნაწილი მუდმივ მოძრაობაშია მან გამოიკვლია თავის ქალას ძვლების ძვრადობის უნარიც და აღმოჩნდა, რომ მიუხედავად შეერთების ადგილების გაძვალებისა ნაკერებში არის გაწელილი ბოჭკოები, რომლებიც საშუალებას აძლევს თავის ქალას ჩაერთოს სასიცოცხლო სუნთქვით რითმულ მოძრაობაში ( 6- 12 მოძრაობა წუთში). ეს მოძრაობა თვალით შეუმჩნეველია, მაგრამ ოსტეოპათის ხელს არ გამოეპარება როგორც ნორმა, ასევე ნებისმიერი შეფერხება, რაც უკვე დისფუნქციად ანუ რაიმე პათოლოგიის დასაწყისად მოისაზრება.

ნებისმიერი დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივად, ასევე სხვაგანაც. მაგალითად კუდუსუნის ტრავმამ შეიძლება თავის ტკივილები გამოიწვიოს , ხოლო თავის ტრავმამ დროთა განმავლობაში ხერხემლის დისკის პათოლოგიამდე მიგვიყვანოს.

ამისათვისაა საჭირო ოსტეოპათმა გამოავლინოს ორგანიზმში დაზიანების საწყისი მიზეზი და გარკვეულწილად მაოახდინოს მისი კორექცია.

შეგიძლიათ იხილოთ აფლეჯერის კრანიოსკალური თერაპიის ინსტიტუტის შესახებ ვიდეო.




”Инстиут Апледжера, США. Один из крупнейших в мире медицинских научных и лечебных центров. Разработанные Джоном Апледжером,( доктор медицины, доктор остеопатии), техники и технологии с использованием краниосакральной терапии показали свою удивительную результативность. И это было одной из причин, почему методы лечения Апледжера завоевали многие страны мира.”







0 коммент.:

Post a Comment