ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

სახის და ტანის ესთეტიკური მოდელირება

ესთეტიკური ოსტეოპათია - ეს არის კლასიკური ოსტეოპათიის უნიკალური მიმართულება, რომელიც მოიცავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს: ბუნებრივი ჯანმრთელობის აღდგენა და სილამაზე.

ოდითგანვე ითვლებოდა, რომ სხვადასხვა მასაჟის სახეობები, ინსტრუმენტული კოსმეტოლოგია და კოსმეტიკის სხვადასხვა საშუალებები იყო შეუცვლელი მეთოდები სახის და ტანის მოვლისთვის. ბოლო დროს გაჩნდა პრინციპულად ახალი მანუალური ტექნიკები ტანის და სახის ესთეტიური კორექციისათვის, რისი შედეგიცაა:

  • ტანის და სახის მიოფასციალური და მიმიკური სტრუქტურების ტონუსის მოწესრიგება; 
  • ლიმფოდრენაჟი და შესაბამისად ცელულიტის პროფილაქტიკა;
  • ვენური დინების და ქსოვილოვანი ცვლის აქტივაცია; 
  • ორგანიზმში სითხის თანაბარი გადანაწილება და ნაწილობრივი გამოდევნა.

რით განსხვავდება სახის ესთეტიკური ოსტეოპათია სხვა ესთეტიკური საშუალებებისგან

ოსტრეოპათიის მთავარი პრინციპი არის მთლიან ორგანიზმზე მუშაობა და არა მხოლოდ სახის კანზე. ეს უნიკალური მიდგომა განპირობებულია ოსტეოპათიის იმ ძირითადი პრინციპიდან რომ ეს მეცნიერება თვლის, რომ ადამიანის ორგანიზმი არის ერთი მთლიანი სტრუქტურა, რომელშიც ერთი ადგილის დაზიანება აისახება სხვა ადგილებზეც, მათ შორის სახეზეც.

ოსტეოპათია ცდილობს შეცვალოს არა თვითონ კანი, არამედ მოძებნოს და გამოასწოროს მიზეზი.

ოსტეოპათი აცილებს სპაზმებს  და დაჭიმულობას ორგანიზმში, საშუალებას აძლევს ორგანიზმს თავისუფლად იმოძრაოს სისხლმა, მუშაობს სახის ძვლებზე, ნერვებზე, კუნთებზე, ქმნის პირობას არა მარტო სახის კანის, არამედ სახის ყველა უჯრედებისთვის კარგი, ბუნებრივი კვებისთვის. ოსტეოპათის მიერ მოჭიმულობების განთავისუფლების შედეგად ხდება უკრედების კვების აღდგენა და კანი იწყებს თვითგანახლებას.

ესთეტიკური ოსტეოპათიის, მანუალური მოდელირების კურსის გავლის შედეგად 

  • უმჯობესდება კანის ფერი, ელასტიურობა;
  • უმჯობესდება სახის და ტუჩების კონტური;
  • მცირდება კანის მოშვებულობა.
  • მცირდება ღრმა ნაოჭები და სწორდება მცირე ნაოჯები;
  • ხდება სახის სიმეტრიულობის აღდგენა;
  • მცირდება სახის არეში სხვადასხვა პათოლოგიების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები.
  • ხდება საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და კანის უჯრედების ბალანსირება.



0 коммент.:

Post a Comment