ოსტეოპათია

სამკურნალო მასაჟი

ოსტეოპათია * არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომელიც თვლის, რომ ნებისმიერი დაავადების სათავეში დევს ადამიანის ორგანოებს და ორგანიზმის ნაწილებს შორის ბიომექანიკური ურთიერთობების დარღვევა. ორგანიზმის დიაგნოსტიკას და შემდეგ მკურნალობას ექიმი ოსტეოპათი ახორციელებს ხელებით. მკურნალობის შედეგად აქტიურდება ორგანიზმის შიდა რესურსები, რაც ეხმარება ორგანიზმს განკურნებაში.

ოსტეოპათია ორსულთათვის

ოსტეოპათია ორსულთათვის წარმოადგენს ყველაზე არაინვაზიურ, არატრავმულ, დამზოგავ დახმარებას. რბილი მანიპულაციებით ოსტეოპათი აღადგენს სახსრების, კუნთების, ორგანოების თავისუფალ მოძრაობას, სითხეების თავისუფალ ცირკულაციას, დიაფრაგმის დგომას, ოსტეოპათი თითქოს აწყობს მუსიკალურ ინსტრუმენტს და ამზადებს მშობიარობისთვია.

სეანსების რაოდენობა ინდივიდუალურია.

ძირითადად ოსტეოპათს მიმართავენ ქალბატონები ორსულობის დაგეგმვამდეც, რათა მომზადდეს ორგანიზმი ასეთი მნიშვნელოვანი მდგომარეობისთვის. ხშირად ხელს უწყობს ჩასახვაშიც.

ოსტროპათის მეთვალყურეობა მიმდინარეობს მთელი ორსულობის განმავლობაში.

ჩვენებები: ჰიპერტონუსი, შესუპებები, ლიმფოსტაზი, ტკივილები ზურგში და სახსრებში, მენჯის კუნთების მომზადება მშობიარობისთვოს....

მაგრამ ოსტეოპათია არ შემოისაზღვრება მხოლოდ ორსულობით, ვინაიდან ბავშვთა პათოლოგიების დიდი პროცენტი სამშობიარო ტრევმის შედეგია. სპეციალისტს შეუძლია წარმატებით დაარეგულიროს ისინი.




0 коммент.:

Post a Comment